შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე  დაყრდნობით და ასევე სხვაზე დაკვირვებით

მიმართულებები:გააზრება და ინტერპრეტაცია
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ხვდება, რომ ქცევა დაკავშირებულია რაიმე მოვლენასთან (მაგ: როცა დედა აცმევს ქურთუკს, ეს ნიშნავს, რომ გარეთ უნდა გაიყვანონ).
  • ხვდება, რომ ის, რაც დღეს ხდება, მეორდება, ანუ სხვა დროსაც მომხდარა (მაგ.: ჭამის წინ ხელების დაბანა).
  • ითხოვს წიგნის წაკითხვას.

 

 

 

2-3 წელი

 

  • შეუძლია საგნის ჩანაცვლება მსგავსით (მაგალითად, ქვაბის თავსახურს იყენებს, როგორც მანქანის საჭეს).
  • შეუძლია მოქმედების ჩანაცვლება (მაგ., ეს არ გამომივიდა, სამაგიეროდ, ეს გავაკეთე).

 

რესურსები