შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ  გზებს.

მიმართულებები:პრობლემის გადაჭრა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ზოგიერთ შემთხვევაში არასტანდარტულად იყენებს საგნებს, როგორც დამხმარე საშუალებას (მაგ.: სათამაშოების ერთი ოთახიდან მეორეში გადასატანად  იყენებს ყუთს, საკვების მისაღებად იყენებს კოვზს, მაგალითად, სახლობანას თამაშის  დროს ჩანგლის მაგივრად სახაზავს ხმარობს).
  • უხმობს უფროსს და მიუთითებს პრობლემურ საგანზე, რომლის გამოც სირთულეს აწყდება.

 

 

 

2-3 წელი

 

  • პრობლემის გადაჭრას ცდილობს დამოუკიდებლად;მაგ: მოაქვს სკამი, რათა მისწვდეს სათამაშოს.
  • სხვადასხვა გზით (ცდისა და შეცდომის მეთოდით) ცდილობს პრობლემის გადაჭრას; წარუმატებლობის შემთხვევაში, ითხოვს დახმარებას.
  • პრობლემის გადასაჭრელად იყენებს მინიმუმ ორ განსხვავებულ სტრატეგიას (მაგ.: კონსტრუქტორით თამაშის  დროს ჯერ ცდილობს ორი ნაწილი მოარგოს ერთმანეთს - უცვლის მათ მდებარეობას, შემდეგ ცვლის ერთ ნაწილს და კვლავ ცდილობს, მოარგოს ერთი ძველი და ერთი ახალი ნაწილი ერთმანეთს).

 

რესურსები