შედეგი I
1-დან 3 წლამდე
ბავშვი გამოხატავს ინტერესს და ავლენს ცნობისმოყვარეობას სიახლის მიმართ
მიმართულებები:ცნობისმოყვარეობა და ინტერესი
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:მოტივაცია
ინდიკატორები
1-2 წელი
- უშუალოდ შეისწავლის გარემოს, რათა დაადგინოს, რა ობიექტებისაგან შედგება იგი (აკვირდება საგნებს ოთახში, ცდილობს ხელით შეეხოს, მოსინჯოს).
- ამჟღავნებს ინტერესს ახალი აქტივობების მიმართ.
- აქვს გამორჩეულად საყვარელი სათამაშო. ინტერესდება და სვამს შეკითხვებს მისთვის უცხო ადამიანებისა და საგნების შესახებ (ვინ არის ეს, რა არის ეს?).
- იჩენს ინტერესს სათამაშოს შემადგენელი ნაწილების მიმართ.
2-3 წელი
- სვამს კითხვებს ადამიანების მოქმედების შესახებ (მაგ., როცა ხედავს, რომ ბაბუ რეცხავს მანქანას, კითხულობს: რას აკეთებს ბაბუ?).
- სვამს შეკითხვებს : ,,რატომ?" ,,სად"?
- უპირატესობას ანიჭებს ერთ რომელიმე მოქმედებას (მაგ.: კუბებით თამაშს, ბურთის გაგორებას, ხატვას და სხვ.).
- გამოხატავს ინტერესს და ცდილობს მონაწილეობა მიიღოს საოჯახო საქმეებში.