შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს ესმის, სწვდება  მიზეზშედეგობრივ კავშირებს

მიმართულებები:მიზეზშედეგობრიობა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • შეუძლია რამდენჯერმე გაიმეოროს ქცევა, მოძრაობა სასურველი შედეგის მისაღწეევად.
  • სხვადასხვანაირად მოქმედებს საგანზე (მაგ.: კუბით აბრახუნებს მაგიდაზე, ამავე დროს ცდილობს მოძებნოს  საიდან იხსნება იგი და ა.შ).
  • შეუძლია ლოგიკურად დაკავშირებული მოქმედებების გამეორება, მაგ., ბანს და ამშრალებს თოჯინას.

 

 

 

2-3 წელი

 

  • იწყებს ორი მოვლენის დაკავშირებას ( მაგ.: დაბნელდა იმიტომ, რომ მზე ჩავიდა).
  • ინტერესდება და სვამს შეკითხვებს სხვების მოქმედებასთან დაკავშირებით, რათა დაინახოს საბოლოო შედეგი, მაგ., ითხოვს ხელში აყვანას,  რომ დაინახოს როგორ იხარშება კარტოფილი.

 

რესურსები