შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს შეუძლია საკუთარი სხეულის, მის გარემოში არსებული საგნების მდებარეობის აღქმა და საგნებს შორის სივრცითი მიმართებების დადგენა

მიმართულებები:სივრცე
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ბავშვი თამაშისას ცდილობს სივრცითი მიმართებების დაუფლებას (გაუცნობიერებელი, ინსტინქტური). მაგ.: თამაშისას ცდილობს ჩაძვრეს და ჩაიმალოს მუყაოს ყუთში ან გაძვრეს გვირაბში.
  • იცის, შეუძლია მიაგნოს, სად არის ბინაში სამზარეულო, აბაზანა.

 

 

2-3 წელი

 

  • უვითარდება წარმოდგენები საკუთარი სხეულის და მისი  ზომების შესახებ.
  • სწავლობს და ხვდება ისეთ ფიზიკურ მიმართებებს, როგორიცაა "ახლოს" და "შორს". "ზემოთ" და "ქვემოთ", "შიგნით" და "გარეთ".
  • ცნობს იმ ადგილებს, რომლებიც მანქანით, ავტობუსით გადაადგილებისას გაუვლია და უნახავს.
  • გამოხატავს ინტერესს ისეთი საგნების მიმართ,  როგორიცაა გლობუსი, რუკა, გამადიდებელი მინა ანუ ლუპა და ა.შ.

 

რესურსები