შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი განასხვავებს მოვლენათა მიმდინარეობის დროს წარსულს, აწმყოსა და მომავალს

მიმართულებები:დრო
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • შეუძლია გაიხსენოს ინფორმაცია ახლო წარსულიდან, ახლახან დასრულებული მოქმედება (მაგ.: როცა ეკითხებიან, ვინ დააკაკუნა კარზე წეღან, მიუთითებს ადამიანზე, რომელმაც ეს გააკეთა).
  • ბავშვმა უკვე იცის რეჟიმი (მაგ.: როდესაც აღმზრდელი ამბობს: "სადილის შემდეგ ეზოში გავალთ", მისთვის უკვე ნათელია, რომ ჭამის დამთავრების შემდეგ ეზოში გასასვლელად უნდა გაემზადოს).

 

 

 

2-3 წელი

 

  • ერთმანეთთან აკავშირებს ძველ და ახალ მოვლენებს.
  • ხმარობს დროსთან დაკავშირებულ ისეთ სიტყვებს, როგორიცაა "დღეს", "გუშინ"...

 

რესურსები