შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი აჯგუფებს საგნებს ზომის, ფორმის, ფერისა და დანიშნულების მიხედვით

მიმართულებები:კანონზომიერების დადგენა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • საგანთა გროვიდან ამოარჩევს საგნებს ერთი მახასიათებლით (მაგ.: "მომეცი  ყვითელი თეფში!‘‘).
  • შეუძლია, მინიმუმ, ერთი ფერის ამოცნობა, დასახელება.
  • დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს ცდილობს ორგანზომილებიანი ფორმები (მაგ.: წრე,  კვადრატი, სამკუთხედი) მოარგოს, თუმცა ყოველთვის ვერ ახერხებს.

 

 

 

2-3 წელი

 

  • აგროვებს ნივთებს საერთო მახასითებლების მიხედვით (მაგ.: წითელი კუბები, ყვითელი ფოთლები).
  • აწყობს სამ- ან ოთხნაწილიან პირამიდას..
  • დისკოს ფორმის დაფაზე ამოჭრილ ადგილებს არგებს და ჭრილში სვამს მარტივ, ორგანზომილებიან ფორმებს (მაგ.: წრეს, კვადრატს, სამკუთხედს).
  • ცდილობს დახატოს წრე ან ფანქრით გაავლოს ხაზი.

  

რესურსები