რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
ამობეჭდვაშედეგი I
1-დან 3 წლამდე
ბავშვი ავლენს ციფრების ცოდნას და შეუძლია დათვლა
მიმართულებები:რიცხვები და ანგარიში
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:რაოდენობრივი წარმოდგენების განვითარება
ინდიკატორები
1-2 წელი
- განასხვავებს ცნება-ტერმინებს "ერთი" - "ბევრი".
- თვლის დროს უფროსის დახმარებით ცდილობს თითების გამოყენებას.
2-3 წელი
- იყენებს "უფრო მეტის" ცნებას.
- ითვლის საგნებს უფროსთან ერთად.
- იმეორებს იმ ლექსებსა და სიმღერებს, რომლებიც თვლას ეხება.
- ითვლის 5-მდე.
- ცნობს და ასახელებს ზოგიერთ ციფრს (მაგ.: უყურებს 2-ს და ამბობს ორი).
- ესმის ცნებები – ყველა, არც ერთი.