შედეგი I

1-დან 3 წლამდე

გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

მიმართულებები:ოჯახი, საზოგადოება და კულტურა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • მონაწილეობს ოჯახურ დღესასწაულებში (დაბადების დღეებში, რელიგიურ და სამოქალაქო დღესასწაულებში, მაგ., სახალხო სეირნობაში ან აღლუმში).
  •  იცის ოჯახის წევრების სახელები.
  • ამჩნევს ოჯახის წევრებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ასაკობრივ ნიშნებს. იცის ვინ არის ოჯახის უფროსი წევრი (ბებია, ბაბუა).

 

 

 

2-3 წელი

 

  • მონაწილეობს საოჯახო დღესასწაულების სამზადისში.
  • ამჟღავნებს პატივისცემას ოჯახის უფროსი წევრების მიმართ (უჯერებს ბებიას).
  • იცის ოჯახში როგორ არის ფუნქციები განაწილებული ანუ ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს (მაგ.: "დედა საჭმელს აკეთებს და მამა ეხმარება").

რესურსები