შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

მიმართულებები:შემოქმედებითი თვითგამოხატვა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • იმახსოვრებს სიმღერაში ხშირად გამეორებულ სიტყვებს.
  • ცდილობს იმოძრაოს სხვადასხვანაირად, მუსიკასთან ერთად ან მის გარეშე.
  • სიამოვნებს ახალი ბგერების გამოცემა ინსტრუმენტით, საგნებით ან საკუთარი ხმით.

 

 

2-3 წელი

 

  • სიამოვნებით ასრულებს სიმღერას (სოლო შესრულებით) მცირე აუდიტორიის წინაშე (ოჯახის წევრების გარემოცვაში) ინსტრუმენტის ან მეორე ადამიანის ხმის თანხლებით.
  • ასრულებს როლური თამაშის  მარტივ ელემენტებს (წარმოიდგენს, ვითომ სცენაზეა და იყენებს მიკროფონს).
  • იყენებს სხვადასხვა მასალას ტაქტილური (შეხებითი) გამოცდილებისა და კვლევისათვის (მაგ.: საღებავს, წებოს,  3-განზომილებიან მასალებს).
  • ჯღაბნის (ხატავს მარტივი მონასმებით. ბავშვი ნამუშევარში გულისხმობს გარკვეულ ობიექტს, თუმცა ნახატი არ ჰგავს  ამ ობიექტს.).
  • ბაძავს  რამდენიმე ცხოველის, საგნის ხმას ან მოძრაობას (დახტის კურდღელივით, კიკინებს თხასავით).

რესურსები