შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან

მიმართულებები:შემოქმედების აღქმა და გაგება
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:ესთეტიკა და კულტურა

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ბავშვი გამოხატავს ინტერესს იმის მიმართ,  რასაც ხედავს, ესმის, ან ეხება.
  • უპირატესობას ანიჭებს ნაცნობი სიმღერებისა და რიტმის მოსმენას.
  • გამოხატავს სიამოვნებას, როცა უყურებს სხვების მიერ შესრულებულ ცეკვას, დრამატულ წარმოდგენას, ისმენს  სიმღერას; ამ დროს აყოლებს ხმას ან მოძრაობას.
  • ამჟღავნებს ინტერესს სხვადასხვა სახატავი მასალის მიმართ,  მაგ.: სინჯავს, ამოწმებს როგორ ხატავს ფანქარი.
  • სიამოვნებითა და ინტერესით ათვალიერებს წიგნებს, ილუსტრაციებს.

 

 

 

2-3 წელი

 

  • აკვირდება და ბაძავს თამაშს, სიმღერას, რიტმულ მოძრაობას.
  • ილუსტრირებული წიგნის დათვალიერებისას სვამს შეკითხვებს.
  • ცნობს საყვარელ მულტფილმებს ან ზღაპრის გმირებს.
  • სვამს შეკითხვებს, რათა გაიგოს იმის  მნიშვნელობა, რასაც ხედავს, ესმის  და ეხება.

რესურსები