შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ავლენს პირადი ჰიგიენისა და თვითმომსახურების  უნარ-ჩვევებს

მიმართულებები:პირადი ჰიგიენა და თავის მოვლის უნარ-ჩვევები
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:ჯანმრთელობა და უსაფრთხოება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ეხმარება უფროსს, რომელიც მას აცმევს (იხურავს ქუდს, უყრის ხელს ან ფეხს ტანსაცმელში და სხვა).
  • ეხმარება უფროსს, როდესაც იგი მას აჭმევს (სვამს ჭიქიდან, იყენებს კოვზს, უჭირავს მუჭში).
  • იბანს და იმშრალებს ხელს უფროსის დახმარებით.
  • ძილის დროს მიდის საწოლთან.
  • ეუბნება უფროსს,  როდესაც სწყურია ან დაღლილია.

 

 

 

2-3 წელი

 

  • დამოუკიდებლად შეუძლია გაიხადოს მაისური, პერანგი, რომელიც წინა მხარეს იხსნება და უღილო შარვალი.
  • იხოცავს ცხვირს უფროსის დახმარებით.
  • შეუძლია გაიხადოს და ჩაიცვას ტანსაცმელი; ჩაიცვას უთასმო ფეხსაცმელი.
  • უფროსის დახმარებით სარგებლობს ქოთნით (იცის, სად არის ქოთანი და საჭიროების შემთხვევაში თვითონ იყენებს მას, შემდეგ ეძახის მშობელს ან მომვლელს).
  • ცდილობს გაიხეხოს კბილები უფროსის დახმარებით.

რესურსები