შედეგი I

1-დან 3 წლამდე

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს  (მხედველობას, სმენას,  შეხებას,  გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობისა თუ მოქმედებების გასაკონტროლებლად  

მიმართულებები: სენსორულ-მოტორული განვითრება
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ეხება, სინჯავს  და შეიცნობს სხვადასხვა ზედაპირისა და მასალის საგანს.
  • მოზრდილის მიბაძვით  ასრულებს სხვადასხვა მოძრაობას (მაგ.: ცეკვავს).
  • სწავლობს უცნობ გარემოს (მიდის ჯერ ერთ, მერე მეორე საგანთან), ცოცავს, იხრება, ქანაობს.
  • ჭამის დროს ახერხებს კოვზის პირთან მიტანას.

 

 

2-3 წელი

 

  • შეუძლია კოორდინირებული გადაადგილება სივრცეში დაბრკოლებების გადალახვით (შემოუვლის მაგიდას ან რაიმე სხვა საგანს, თუ ეს საგანი მას გზაზე ეღობება).
  • შეუძლია ცხოველების იმიტირება ხმითა და მოძრაობით.
  • ისვრის ბურთს თავს ზევით და ცდილობს არ მოხვდეს თავში.
  • აწყობს 2-3-ნაწილიან თავსატეხს (ფაზელს).
  • შესაბამისად რეაგირებს დაძახებაზე.

რესურსები