შედეგი I
1-დან 3 წლამდე
ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება
მიმართულებები:მსხვილი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება
ინდიკატორები
1-2 წელი
- დადის დამოუკიდებლად.
- შეუძლია ტახტზე აცოცება.
- შეუძლია ბურთის გაგორება.
- ხელს ჰკრავს ღია კარს, სათამაშო ურიკას.
- იწყებს კიბეზე ასვლას დახმარებით.
- ცდილობს ადგილზე ხტომას.
- შეუძლია ჩაიცუცქოს და ადგეს.
2-3 წელი
- ინარჩუნებს წონასწორობას დახრისა და სირბილის დროს.
- სიარულის დროს თან დააქვს სათამაშო.
- აგდებს ბურთს თავს ზემოთ და ინარჩუნებს წონასწორობას.
- დადის უკუსვლით.
- დგება ცალ ფეხზე დამოუკიდებლად ერთი წამის განმავლობაში.
- შეუძლია ფეხის წვერებზე სიარული თამაშის მიზნით.
- ადის კიბეზე ფეხის მონაცვლეობით, უფროსის ან კიბის მოაჯირის დახმარებით.