შედეგი I

0-დან 1 წლამდე

ბავშვს შუძლია მოსმენა და მოსმენილის მნიშვნელობის გაგება (რეცეპციული მეტყველება)

მიმართულებები:მოსმენა და ზეპირი მეტყველება
სფერო:მეტყველების განვითარება
ქვესფერო:მეტყველება

ინდიკატორები

 

0-6 თვე

  • აბრუნებს თავს ხმის მიმართულებით.
  • ყურადღებას აქცევს მოსაუბრეს, იღიმება ან იცინის, როცა უფროსი ესაუბრება.
  • ცნობს დედის (ძირითადი მეურვის) ხმას.

 

 

 

6-12 თვე

 

  • პასუხობს მზერის ფიქსაციით ხშირად გამოყენებულ სიტყვას (მაგ..: როცა ესმის სიტყვა "დედა", უყურებს დედას; "დათუნიას" გაგონებისას მზერას მიაპყრობს სათამაშო დათუნიას).
  • მოსაუბრის მარტივ სიტყვიერ მოთხოვნას პასუხობს მოქმედებით  (უკრავს ტაშს, აქნევს ხელს, აწვდის სათამაშოს).
  • ჩერდება, როდესაც აკრძალვის მიზნით ეუბნებიან "არას".

რესურსები