შედეგი I

0-დან 1 წლამდე

ბავშვს ესმის/სწვდება მიზეზშედეგობრივ კავშირებს

მიმართულებები:მიზეზშედეგობრიობა
სფერო:შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა
ქვესფერო:მოვლენებს შორის მიმართების წვდომა

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ანჯღრევს სათამაშოს და ურტყამს ჟღარუნას, რადგან სიამოვნებს მათ მიერ გამოცემული  ხმის გაგონება.
  • იწყებს  ისეთი საგნების ძებნას, რომლებიც ნაწილობრივ მოფარებულია მისი  მხედველობის არეს (იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).

 

 

 

6-12 თვე

 

  • ეძებს  დამალულ საგნებს (იმ შემთხვევაში, თუ ამ საგნით ეთამაშებოდნენ მის დამალვამდე).
  • აჭერს ხელს ტელევიზორის ან დისტანციური მართვის პულტის ღილაკს, მუსიკალურ სათამაშოს და იცის, რა მოჰყვება ამას.
  • მრავალჯერ იმეორებს ქმედებას,  რათა მიიღოს შედეგი.
  • ეძებს ან იყურება დავარდნილი საგნისაკენ.

რესურსები