შედეგი I

0-დან 1 წლამდე

ბავშვი გრძნობათა ორგანოებს  (მხედველობას, სმენას,  შეხებას,  გემოვნებას, ყნოსვას) იყენებს საკუთარი მოძრაობის გასაკონტროლებლად

მიმართულებები:მსხვილი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

0-6თვე

 

  • აბრუნებს თავს სინათლისა და ხმაურის მიმართულებით. 
  • აფიქსირებს მზერას ახლოს და შორს მდებარე საგნებზე. 
  • ცდილობს გადაბრუნდეს და მისწვდეს საგანს.
  • სწავლობს სამყაროს პირისა და ხელების საშუალებით (პირში იდებს და `სინჯავს~ ყველა საგანს).

 

  

6-12თვე

 

  • მანიპულირებს საგნებით, ანუ ანაცვლებს საგნებს, გადააქვს ხელიდან ხელში.
  • სხვადასხვა მოძრაობით ცდილობს მისწვდეს საგანს  და ჩერდება ამ  საგნის შესასწავლად (მაგ.: ცოცვის დროს, თუ შენიშნა საგანი, ჩერდება, ათვალიერებს და სინჯავს მას).
  • ეძებს მის თვალწინ დამალულ საგანს (მაგ.: ბავშვი პოულობს თოჯინას, რომელიც მის თვალწინ დამალეს).
  • მუსიკას ჰყვება სხეულის  მოძრაობებით.

რესურსები