შედეგი 4
0-დან 1 წლამდე
ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ამაყობს საკუთარი მიღწევებით.
მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება
ინდიკატორები
0-6 თვე
- გამოსცემს ერთსა და იმავე ხმას ან იმეორებს ჟესტს, რომელიც ეფექტურია (მაგ., განმეორებით არხევს სათამაშოს, როცა აღმოაჩენს, რომ ის ხმას გამოსცემს).
- გამოხატავს სიხარულს იმის ნიშნად, რომ საწადელს მიაღწია. მაგ., იღიმება, როცა სწვდება სასურველ სათამაშოს.
6-12 თვე
- შეიცნობს გარემოს ძირითადი მეურვის დახმარებით და ბედავს მის გარეშე მოქმედებასაც.
- უყურებს მეურვეს, როდესაც თავს ართმევს ახალ ამოცანას (მაგ., დგას დამოუკიდებლად ან დადის).
- ეცვლება გამომეტყველება ამა თუ იმ მოქმედების შესრულებისას, როცა რაიმე ამოცანის გადაჭრას ცდილობს.
- აძლევს სხვებს სათამაშოებს და საგნებს.