შედეგი 3

0-დან 1 წლამდე

ბავშვი შესაბამისად გამოხატავს ემოციებს.

მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ტირის, რათა გამოხატოს ემოცია და დაიკმაყოფილოს მოთხოვნილება.
  • იღიმება, როდესაც ხედავს ნაცნობ სახეს.
  • ჰბაძავს სხვა ბავშვებს  (მაგ., ტირის, როდესაც სხვა ბავშვები ტირიან).
  • ისეთივე გამომეტყველებას იღებს და ისეთსავე ემოციას გამოხატავს, როგორსაც უფროსის სახეზე კითხულობს.

 

 

 

6-12 თვე

 

  • გამოხატავს ემოციებს თამაშისას.
  • იღიმება ან იცინის, კეთილგანწყობას პასუხობს ღიმილით, სიცილით, ხელის ქნევით.
  • იღუშება, როდესაც რაღაც აწუხებს ან არ შეუძლია თავი გაართვას ამოცანას.

რესურსები