შედეგი 3

0-დან 1 წლამდე

ბავშვი აკუთვნებს საკუთარ თავს  სხვადასხვა ჯგუფს (ოჯახს, სკოლას, სამშობლოს).

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ცნობს პირველ მომვლელს, გამოხატავს სიხარულს მის დანახვაზე, სტრესულ სიტუაციაში მიიწევს მისკენ.

 

 

 

6-12 თვე

 

  • ცნობს ოჯახის წევრებს (მაგ., მიუთითებს უფროს დაზე, როდესაც ეკითხებიან: სად  არის შენი და?).
  • ცნობს სათამაშო მოედანს, ეზოს. თავდაჯერებულად გამოიყურება ამ ადგილებში, იმეორებს ჩვეულ ქცევას.
  • ავლენს სითბოს და მიჯაჭვულობას პირველი მეურვის მიმართ.
  • განასხვავებს უცხო პირებს ნაცნობებისაგან, ნაცნობი პირებისა და საგნების დანახვაზე გამოხატავს სიხარულს.

რესურსები