შედეგი 2

0-დან 1 წლამდე

საჭიროების შემთხვევაში, ბავშვი ითხოვს, მიმართავს  უფროსის დახმარებას

მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ტირის, ხმით მიანიშნებს ან იყენებს სხეულის მოძრაობას, რათა აგრძნობინოს მეურვეს, რომ სჭირდება დახმარება, დამშვიდება ან ყურადღება.

 

 

 

6-12 თვე

 

  • ამოწმებს მომვლელის რეაქციას მის ქცევაზე, მაგალითად, ტირის იმიტომ, რომ მომვლელმა უპასუხოს.
  • აკვირდება უფროსს, რათა გაარკვიოს, რომელი ქცევაა მისაღები და რომელი - მიუღებელი.
  • ცდილობს, რომ მიიღოს უფროსის დახმარება, როცა სჭირდება.

რესურსები