შედეგი 2

0-დან 1 წლამდე

ბავშვი მართავს თავის გრძნობებსა და იმპულსებს.

მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ხმის ან მოძრაობების საშუალებით ბავშვი გვაცნობებს თავისი მოთხოვნილების შესახებ, როდესაც შია ან დამშვიდება სურს.
  • თავს იწყნარებს, ირთობს სატყუარათი ან თითებით, ეღუღუნება საკუთარ თავს, ეხუტება და ეფერება რბილ სათამაშოს, საბნის კუთხეს.

 

 

 

6-12 თვე

 

  • დასამშვიდებლად მიმართავს უფროსს, ეძებს გზებს ყურადღების მისაპყრობად.
  • წყვეტს ტირილს, როდესაც მისი  მოთხოვნა დაკმაყოფილებულია.
  • ბევრს ხმაურობს, ხმამაღლა იცინის, სიამოვნებს თავისი ხმის გაგონება.

რესურსები