შედეგი 1
3-დან 5 წლამდე
ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად
მიმართულებები:შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები
ინდიკატორები
- იყენებს ფანტაზიას, იგონებს ახალ თამაშებს, თამაშის დროს იყენებს ახალ შინაარსებს.
- თხზავს სიმღერას, ამბავს, სიტყვებს.
- თამაშობს წარმოსახვით თამაშებს - სახლობანას, მაღაზიობანას და ა.შ.
- სხვადასხვა საგნების კომბინაციით ქმნის რაღაც ახალს (მაგ., აწყობს კარავს მაგიდის ქვეშ ზეწრისა და გადასაფარებლის გამოყენებით).