შედეგი 1

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ყოველდღიურ საქმიანობას უდგება შემოქმედებითად და გამომგონებლურად

მიმართულებები:შემოქმედებითობა და გამომგონებლობა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • ამჟღავნებს იმის  ცოდნას, რომ ზოგიერთი საქმის შესასრულებლად საჭიროა ორი საგნის ერთდროულად ამოქმედება. მაგ. მოაქვს აქანდაზი, როცა უფროსი გვის.
  • იწყებს საგნების განსხვავებულად და შემოქმედებითად გამოყენებას (მაგ.ცლის სათამაშოების ყუთს, გადმოაბრუნებს და ზედ აშენებს  კოშკს).

 

 

 

2-3 წელი

 

  • იყენებს საგნებს განსხვავებულად და შემოქმედებითად (მაგ.: ჯოხს იყენებს როგორც ცხენს, ან თოფს და ა.შ.).
  • ცდილობს მოქნილად და გონივრულად მიუდგეს ამოცანას, მის გადასაჭრელად ცვლის მოქმედების ხერხს.

 

რესურსები