შედეგი 1

1-დან 3 წლამდე

ბავშვი ავლენს ინიციატივასა და დამოუკიდებლობას

მიმართულებები:ინიციატივა და დამოუკიდებლობა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:მოტივაცია

ინდიკატორები

1-2 წელი

 

  • იწყებს ახალი მოქმედებების ათვისებას.
  • საგნებით სარგებლობისას სხვადასხვა ხერხს მიმართავს (მაგ.: ადრე თუ პირში იდებდა სათამაშოს, ახლა ათვალიერებს და თამაშობს).
  • ახალ გარემოში მოხვედრისას, ცდილობს გარკვევას, სად იმყოფება. დაკვირვებით ათვალიერებს გარემოს და ცდილობს შეიცნოს იგი.

 

 

 

2-3 წელი

 

  • ცდილობს  იზრუნოს საკუთარ თავზე, დამოუკიდებლად ჭამოს, ჩაიცვას.
  • არის თამაშის  წამომწყები.
  • გამოთქვამს თავის აზრს, რის გაკეთება სურს (მაგ., ამბობს, სასეირნოდ წავიდეთ! დავხატოთ! და ა.შ.).
  • უპირატესობას ანიჭებს გარკვეულ სათამაშოს, წიგნს და თამაშს.

 

რესურსები