შედეგი 1

0-დან 1 წლამდე

ბავშვი ამჟღავნებს კეთილგანწყობას თანატოლების მიმართ და ურთიერთობს მათთან.

მიმართულებები:ურთიერთობა თანატოლებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • უღიმის მეურვეს.
  • უნებურად ეღიმება სხვა ბავშვის დანახვაზე.

 

 

 

6-12 თვე

 

  • ამჟღავნებს, რომ სიამოვნებს სხვა ბავშვებთან ურთიერთობა (ხელის გაწვდენით, სხეულის მოძრაობით, ხმოვანი სიგნალებით,).
  • აკვირდება და ჰბაძავს სხვა ბავშვების მოქმედებას,  ცდილობს სხვა ბავშვების, და-ძმების მსგავსად მოიქცეს.
  • ცდილობს სხვა ბავშვს გამოართვას სათამაშო.

 

რესურსები