შედეგი 1

0-დან 1 წლამდე

ბავშვი ენდობა და ადვილად ამყარებს  ურთიერთობას ნაცნობ უფროსებთან

მიმართულებები:ურთიერთობა უფროსებთან
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:სოციალური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ადვილად წყნარდება, როდესაც ანუგეშებს ნაცნობი უფროსი.
  • უღიმის ძირითად მეურვეს.
  • ამჟღავნებს მიჯაჭვულობას, ამჯობინებს იყოს ძირითად მეურვესთან, ვიდრე სხვებთან.
  • როდესაც ესმის, რომ მეურვე ეძახის, თავს მისკენ აბრუნებს.
  • ამყარებს და ინარჩუნებს ურთიერთობას მეურვესთან.

 

 

6-12 თვე

 

  • ჰბაძავს ნაცნობი უფროსების მიმიკასა და ხმას (ხელს იქნევს დამშვიდობების ნიშნად, გზავნის ჰაეროვან კოცნას).
  • გამოხატავს სიყვარულს უფროსების მიმართ,  სახის გამომეტყველებით, სხეულის მოძრაობით, ცდილობს გამოიწვიოს, დაამყაროს  ურთიერთობები.
  • შეიცნობს გარემოს მეურვის მხადაჭერითა და ხელმძღვანელობით. ეთამაშება უფროსს სათამაშოებით.
  • არჩევს ნაცნობ და უცნობ უფროსებს, სხვადასხვაგვარად რეაგირებს მათზე: ურჩევნია ნაცნობმა მოუაროს და დააწყნაროს, ვიდრე უცნობმა.
  • მარტო დარჩენილი ბავშვი ტირილით გამოხატავს წყენას, უკმაყოფილებას და ეძახის მეურვეს.
  • ღიზიანდება, როცა უწევს ძირითად მეურვესთან განშორება, მაგ., როცა დედა მიდის სამსახურში.

რესურსები