შედეგი 1
0-დან 1 წლამდე
ბავშვს ესმის წესები და შეთვისებული აქვს ყოველდღიური საქმიანობისათვის საჭირო მოქმედებები
მიმართულებები:თვითმართვა და თვითგამოხატვა
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება
ინდიკატორები
0-6 თვე
- მეურვის დახმარებით უყალიბდება ძილის, სიფხიზლისა და კვების თანმიმდევრული ციკლი (მაგ., გამოხატავს უკმაყოფილებას ძილის დარღვევის შემთხვევაში).
- ჩართულია რამდენიმე რეგულარულ აქტივობაში (მაგ., უმღერის ან ედუდუნება საკუთარ თავს ძილის წინ).
6-12 თვე
- ასრულებს მარტივ მოქმედებებს (მაგ., ეხმარება ჩაცმის დროს).
- ელოდება და წინასწარ ემზადება სასურველი ქმედებისათვის (მაგ., ეზოში გასვლის დროს ხელებს იწვდის მეურვისაკენ, რომ ხელში აიყვანოს).