შედეგი 1

0-დან 1 წლამდე

ბავშვი აღიქვამს საკუთარ თავს  სხვებისგან გამოცალკევებულად.

მიმართულებები:თვითიდენტობა (მე-კონცეფცია და თვითშეფასება)
სფერო:სოციალურ-ემოციური განვითარება
ქვესფერო:ემოციური განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე

  • შეისწავლის საკუთარ სხეულს (აკვირდება საკუთარ ხელებს, სწვდება  ფეხის თითებს).
  • შეისწავლის ძრითადი მეურვის სახეს.
  • კვების დროს აკვირდება დედის სახეს.

 

 

 

6-12 თვე

 

  • იწყებს თავისი ხმისა და სხეულის ნაწილების აღქმას.
  • ხმოვანი ნიშნებით გვაგრძნობინებს და მიგვთითებს გამოსახულებაზე სარკეში.
  • პასუხობს სხეულის მოძრაობით, სახის გამომეტყველებით, ან ხმით, როდესაც ესმის  საკუთარი სახელი.
  • აგებინებს თავის მოთხოვნებს სხვებს.
  • კვების დროს ცდილობს დაიჭიროს კოვზი.

რესურსები