შედეგი 1

0-დან 1 წლამდე

ბავშვს შეუძლია ისწავლოს საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით

მიმართულებები:გააზრება და ინტერპრეტაცია
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • აყოლებს თვალს ადამიანებს და საგნებს, როდესაც ისინი მოძრაობენ.
  • იცის, როგორ მოიქცეს იმისათვის, რომ მიიღოს გარკვეული პასუხი.

 

 

 

6-12 თვე

 

  • თამაშობს  ძირითად მეურვესთან ისეთ თამაშებს, რომლებიც მოითხოვს მოქმედების განმეორებას.
  • ამოწმებს, აქვთ თუ არა ერთმანეთის მსგავს სათამაშოებს მსგავსი მახასიათებლები (მაგ., ანჯღრევს რბილ სათამაშოს ისევე, როგორც ჟღარუნას, რათა გაიგონოს ხმა).
  • ავლენს, რომ იცნო სათამაშო  ან თამაში,  რომლითაც დაკავებული იყო წინა დღეს, გამოხატავს აღფრთოვანებას.

რესურსები