შედეგი 1

0-დან 1 წლამდე

ბავშვი ეძებს პრობლემის გადაჭრის სხვადასხვაგვარ გზებს

მიმართულებები:პრობლემის გადაჭრა
სფერო:სწავლისადმი მიდგომა
ქვესფერო:სასწავლო უნარები

ინდიკატორები

0-6 თვე

 

  • ცდილობს, მოუხმოს მომვლელს პრობლემის გადასაჭრელად, როდესაც თვითონ ვერ ახერხებს ამის გაკეთებას (მაგ., ტირის, თუ ვერ მისწვდა სათამაშოს და მშვიდდება, თუ მას მიაწოდებენ).

 

 

 

6-12 თვე

 

  • დასწვდება  სათამაშოს, როდესაც ის გაგორდება.
  • ეძებს სათამაშოს, რომელიც ახლახან მოეფარა თვალს (მაგ.: ეძებს თოჯინას, რომელსაც ნაწილობრივ აფარია საბანი).

რესურსები