შედეგი I

0-დან 1 წლამდე

ბავშვს შეუძლია სხეულის მოძრაობის კონტროლი, მიზანმიმართული, კოორდინირებული მოძრაობა და წონასწორობის შენარჩუნება

მიმართულებები:მსხვილი მოტორიკა
სფერო:ჯანმრთელობა და ფიზიკური განვითარება
ქვესფერო:მოტორული განვითარება

ინდიკატორები

0-6 თვე 

 

  • უჭირავს თავი ვერტიკალურ პოზიციაში.
  • მუცელზე წოლისას თავს და გულმკერდს ზევით სწევს,  ეყრდნობა მტევნებს.
  • ბრუნდება მუცლიდან ზურგზე და პირიქით.

 

 

6-12 თვე 

  • ზის დამოუკიდებლად.
  • მუხლებზე და მტევნებზე დაყრდნობით აკეთებს მოძრაობებს სხეულის გადაადგილების გარეშე.
  • ცოცავს ხელებსა და მუხლებზე.
  • დგას დამოუკიდებლად.
  • დადის დახმარებით ან საყრდენზე ხელმოკიდებული.

რესურსები