ვებ პორტალი
ეროვნული სასწავლო გეგმის ძირითადი საგანმანათლებლო პრინციპები
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნებიდან გამომდინარე, ეროვნული სასწავლო გეგმა ეფუძნება პიროვნების განვითარებაზე ორიენტირებულ კონსტრუქტივისტულ საგანმანათლებლო კონცეფციას და განსაზღვრავს ხუთ ძირითად საგანმანათლებლო პრინციპს, რომლებსაც უნდა დაეყრდნოს სწავლა-სწავლების პროცესი. ეს პრინციპებია:
ა) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს მოსწავლეთა შინაგანი ძალების გააქტიურებას.
ბ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნის ეტაპობრივად კონსტრუირებას წინარე ცოდნაზე დაფუძნებით.
გ) სწავლა-სწავლება ხელს უნდა უწყობდეს ცოდნათა ურთიერთდაკავშირებას და ორგანიზებას.
დ) სწავლა-სწავლება უნდა უზრუნველყოფდეს სწავლის სტრატეგიების დაუფლებას (სწავლის სწავლა).
ე) სწავლა-სწავლება უნდა მოიცავდეს ცოდნის სამივე კატეგორიას: დეკლარატიულს, პროცედურულსა და პირობისეულს.
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა 2018-2024
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის №40/ნ ბრძანებით 2016 წელს დამტკიცდა 2018-2024 სასწავლო წლების ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), რომლის ნახვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე:
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური) 2018-2024
დაწყებითი საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაიწყება 2018-2019 სასწავლო წლიდან.
ასევე, დამტკიცებულია საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის დანერგვაც დაიწყება 2019-2020 სასწავლო წლიდან.
საბაზო საფეხურის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:
ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (საბაზო საფეხური) 2018-2024