სფერო - შემეცნებითი განვითარება და ზოგადი ცოდნა

 ქვესფერო - ესთეტიკა და კულტურა    

 

შემოქმედების აღქმა და გაგება

შედეგი I: ბავშვს შეუძლია აღიქვას და სიამოვნება მიიღოს ხელოვნების ნაწარმოებისაგან


ინდიკატორები

 

0-6 თვე

  •  აფიქსირებს მზერას სინათლეზე, მკვეთრი ფერის სათამაშოებზე.
  • მშვიდდება წყნარი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენისას.
  • აკვირდება კონტრასტული, მკვეთრად განსხვავებული ფერის სათამაშოს.
  • აკვირდება ლამაზ სურათებს, ფოტოებს, სარკეში საკუთარ გამოსახულებას.

 

   6-12 თვე

  •  რეაგირებს მელოდიის მოსმენისას შეძახილებითა და სხეულის მოძრაობით, აქტიურად გამოხატავს ემოციებს.
  • ინტერესდება ცეკვით (ადევნებს თვალს და ცდილობს აჰყვეს  სხვის ცეკვას).
  • სინჯავს სხვადასხვა ფაქტურის, მასალის ზედაპირს. მოსინჯავს საგნებს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ სხვადასხვანაირი ზედაპირი.
  • იღიმება და იცინის უფროსთან თამაშის  დროს.

 

 

 რჩევები მეურვეთათვის

  •  ელაპარაკეთ ბავშვს სხვადასხავა ინტონაციით!
  • უმღრეთ და მოასმენინეთ მხიარული, მარტივი მუსიკალური ნაწარმოებები!
  • ეთამაშეთ რბილი სათამაშოებით და თოჯინებით, განასახიერეთ ცხოველები, ნაცნობი ადამიანები!
  • ბავშვის მხედველობის არეში მოათავსეთ მკვეთრი ფერებით შესრულებული ნახატი ან სათამაშო!

 

 

შემოქმედებითი თვითგამოხატვა

 შედეგი I: ბავშვი ავლენს შემოქმედებით უნარებს

 

 ინდიკატორები

 

0-6 თვე

  • სხვადასხვა ემოციური მდგომარეობისას განსხვავებული ინტონაციით ღუღუნებს და გამოსცემს ხმებს.

   

6-12 თვე

  • ცდილობს აჰყვეს  სიმღერას, მუსიკას.
  • ცდილობს სხვადასხვა საგნით, სხვადასხვა ხერხით ხმების გამოცემას.

 

 

რჩევები მეურვეთათვის

  • დღის განმავლობაში მოასმენინეთ სხვადასხვა მუსიკალური ნაწარმოები, დაუკვირდით რომელი უფრო მოსწონს  და სიამოვნებს!
  • გამოხატეთ ემოცია მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისას ან წიგნის კითხვისას!
  • ხშირად უმღერეთ საკუთარ შვილს, მაგ., ძილის წინ იავნანა, დილით - სახალისო სიმღერა. 
  • აზიარეთ ბავშვი სხვადასხვაგვარ მუსიკას (მაგ.: მოასმენინეთ კლასიკური და ხალხური მელოდიები)!


 

ოჯახი, საზოგადოება და კულტურა

 შედეგი I : გამოხატავს ინტერესს ოჯახური ტრადიციების მიმართ.

  

 ინდიკატორები

 

0-6 თვე

  • იღიმება, როდესაც ხედავს თავის ძირითად მომვლელს, მას, ვის ხელშიც იზრდება.

 

 6-12 თვე

  • სიამოვნებს ოჯახის წევრების საზოგადოებაში ყოფნა (იღიმება, იქცევა თავდაჯერებულად).

 

 

რჩევები მეურვეთათვის

  • დაეხმარეთ ბავშვს,  რომ გაიცნოს ოჯახის წევრები, გაიგოს მათი სახელები და ისიც, ვინ რას აკეთებს, რას საქმიანობს ოჯახში!
  •  მიეცით ოჯახურ დღესასწაულებზე დასწრების საშუალება, ნუ მოაქცევთ იზოლაციაში!

 

 

შედეგი II: ბავშვი ამჟღავნებს საკუთარი და სხვა  ქვეყნების კულტურისა და ტრადიციების ცოდნას, პატივისცემას

  

ინდიკატორები

 

0-6 თვე

 

  

6-12 თვე

  •  ამჩნევს ადამიანებს შორის არსებულ მარტივ განმასხვავებელ ნიშნებს (მაგ.: ამჟღავნებს ინტერესს ადამიანის მიმართ,  რომელიც ატარებს სათვალეს ან განსაკუთრებული  ბრწყინვალების მქონე სამკაულს).

 

  

რჩევები მეურვეთათვის

  •  ეთამაშეთ ბავშვს სხვადასხვა სათამაშოთი!
  •  ბავშვის თანდასწრებით პატივისცემით  მოეპყარით როგორც უმცროსი, ასევე უფროსი თაობის წარმომადგენლებს.