პირამიდა

WordSection1">

აქტივობის შესახებ

ეს აქტივობა მოსწავლეებისგან მთლიანი ტექსტის შეჯამებას მოითხოვს. თავდაპირველად, სასურველია, მასწავლებელმა პროექტორის საშუალებით, მთელ კლასთან ერთად იმუშაოს. თუ ხშირად შევთავაზებთ მოსწავლეებს ამგვარ აქტივობას, მათ თანდათანობით გაუადვილდებათ მისი შესრულება.

 

აქტივობის მიზანი

მოსწავლეები

  • შეძლებენ ნაწარმოების მთავარი ხაზის დანახვას;
  • შეძლებენ ნაწარმოებში დასმული პრობლემის ჩამოყალიბებას;
  • დაინახავენ, როგორ ხდება ნაწარმოებში დასმული პრობლემის გადაწყვეტა.

 

რესურსები

პროექტორი (პირველ ეტაპზე), ფურცლები, საწერი კალმები.

 

აქტივობის აღწერა

მასწავლებელი წინასწარ ამზადებს ასეთ სქემას:

 წინასწარი სქემა

მასწავლებელი აჩვენებს მოსწავლეებს ამ სქემას და სთხოვს მათ, ქვემოთ ჩამოთვლილი პუნქტების მიხედვით, შესაბამისი ინფორმაციით შეავსონ პირამიდის თითოეული ”საფეხური”:

  1. დაწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირის სახელი
  2. ორი სიტყვით აღწერეთ ნაწარმოების მთავარი გმირი
  3. სამი სიტყვით აღწერეთ მოქმედების დრო და ადგილი
  4. ოთხი სიტყვით დაწერეთ ნაწარმოებში დასმული პრობლემის შესახებ
  5. ხუთი სიტყვით აღწერეთ  ერთი ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან
  6. ექვსი სიტყვით აღწერეთ მეორე ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან
  7. შვიდი სიტყვით აღწერეთ მესამე ამბავი/ეპიზოდი ნაწარმოებიდან
  8. რვა სიტყვით აღწერეთ, როგორ გადაწყდა ნაწარმოებში დასმული პრობლემა

 

შეფასება

როგორც ვხედავთ, ეს აქტივობა კომპლექსურია და მოიცავს წერის მიმართულებასაც. რაც შეეხება კითხვის უნარებს, ამ აქტივობით შეიძლება შეფასდეს

  • რამდენად სრულყოფილად გაიგო მოსწავლემ მთლიანი ტექსტის შინაარსი;
  • რამდენად არგად გაიგო თითოეული ეპიზოდის შინაარსი;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს ნაწარმოების ძირითადი ხაზის აღქმა;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს ნაწარმოების/მასში აღწერილი ამბების ლაკონიურად გადმოცემა;
  • შეუძლია თუ არა მოსწავლეს, გამოყოს ნაწარმოებში დასმული პრობლემა/პრობლემები და დაინახოს, თუ როგორ ხდება მისი/ მათი გადაჭრა.

 

მეთოდური მითითება

ამ აქტივობის გამოყენება თავისუფლად შეიძლება დაბალ კლასებშიც. შესაძლებელია პირამიდის საფეხურების მოდიფიცირება, მათი გადაადგილება ან რაოდენობის შემცირება ტექსტის სირთულისა და შინაარსის შესაბამისად.