ნაცნობი თემების შემცველი სხვადასხვა სახის არამხატვრული ტექსტების წაკითხვა და გაგება.

აქტივობის აღწერა

  • ტექსტის დანიშნულების განსაზღვრას;
  • ავტორის მიზნის ამოცნობას;
  • ტექსტიდან საჭირო ინფორმაციის ამოკრებას;
  • მიზნობრივი ტექსტის საფუძველზე სათანადო დასკვნების გამოტანას და გადაწყვეტილების მიღებას;
  • კითხვების დასმას წაკითხულის გარშემო;
  • კითხვებზე პასუხების გაცემას;
  • სხვ.

 

 

რეკომენდაციბი:  

მოცემულ  ეტაპზე ყურადღება უნდა მიექცეს არამხატვრული ტექსტის გააზრებას მიზნისა და ადრესატის გათვალისწინებით. მიზნობრივი ტექსტის წაკითხვისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მისი ფუნქციის განსაზღვრა და იმ აუდიტორიის იდენტიფიცირება, რომლისთვისაც შეიქმნა ეს ტექსტი. ასევე მნიშვნელოვანია ინფორმაციის დამუშავების უნარ-ჩვევების გამომუშავება, რაც ამ ეტაპზე გულისხმობს ტექსტიდან  მთავარი საკითხების გამოყოფას, ფაქტებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების დანახვას და ექსპლიციტურ ინფორმაციაზე დაყრდნობით მარტივი დასკვნების გამოტანას.