შეფასება მუსიკაში

შეფასების კომპონენტები

საშინაო და საკლასო დავალებათა კომპონენტები

ფასდება შემდეგი ცოდნა და უნარები:

  • მუსიკალური ხელოვნების ნასწავლი ნიმუშების ცოდნა;
  • მუსიკის ისტორიისა და თეორიის ზოგადი საკითხების ცოდნა;
  • მუსიკალური დამწერლობის ცოდნა;
  • მუსიკალური ტერმინოლოგიის ცოდნა;
  • მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
  • შემოქმედებითობა;
  • იმპროვიზაციულობა;
  • მუსიკის მოსმენის ჩვევა;
  • მუსიკალური სმენა;
  • მუსიკალური მეხსიერება;
  • რიტმის გრძნობა;
  • წარდგენის (პრეზენტაციის) უნარი;
  • სოციალური უნარები;
  • საკუთარი აზრის დასაბუთების უნარი;
  • ტოლერანტობა.

ცოდნა და უნარ-ჩვევები ფასდება შემდეგი აქტივობებით:

საშინაო დავალებები

  • მასალის მოძიება;
  • რეფერატის მომზადება;
  • რეცენზიის დაწერა;
  • ტექსტის (ლიტერატურული და სანოტო) დასწავლა;
  • დავალების შესრულება მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით და ა. შ.

 

საკლასო დავალებები

 

  • შემოქმედებით საქმიანობაში მონაწილეობა: სიმღერა, იმპროვიზაცია, მუსიკალურ-დრამატულ კომპოზიციები, მუსიკალურ-კომპიუტერული პროგრამების შექმნა;
  • კონცერტის, წარმოდგენის რეპეტიციებში მონაწილეობა;
  • პროექტის მომზადება;
  • მუსიკის მოსმენა და ამასთან დაკავშირებული დავალებების შესრულება;
  • საკუთარი და სხვისი შესრულების / შემოქმედების  განხილვაში მონაწილეობა;
  • მუსიკალური ნაწარმოების კონტექსტის განხილვა; 
  • სხვადასხვა აქტივობის დაგეგმვა და მომზადება;
  • საკუთარი ნაშრომის, შემოქმედებითი საქმიანობის წარდგენა;
  • სხვადასხვა  დავალების  შესრულებისას მუსიკალური  დამწერლობის  გამოყენება და ა. შ.

 

შემაჯამებელი დავალებების კომპონენტი

შემაჯამებელი დავალების კომპონენტი უკავშირდება სწავლა-სწავლების  შედეგს. ამ კომპონენტში უნდა შემოწმდეს ერთი სასწავლო მონაკვეთის (თემა, თავი, პარაგრაფი, საკითხი) შესწავლა-დამუშავების შედეგად მიღწეული შედეგები. კონკრეტული სასწავლო ერთეულის დასრულებისას მოსწავლემ უნდა შეძლოს მუსიკის სტანდარტით განსაზღვრული ცოდნისა და უნარების წარმოჩენა. შესაბამისად, შემაჯამებელი დავალებები უნდა ამოწმებდეს მუსიკის  სტანდარტებით განსაზღვრულ  შედეგებს.

 

 

შემაჯამებელ დავალებათა  ტიპები: 

სტანდარტის მოთხოვნათა დასაფარად, რეკომენდებულია შემაჯამებელ დავალებათა მრავალფეროვანი ფორმების გამოყენება. მუსიკის შემაჯამებელ დავალებათა ტიპები შეიძლება იყოს:

  • კონცერტი/ წარმოდგენა;
  • ვიქტორინა;
  • მოხსენება-რეფერატი;
  • ლექცია-კონცერტი;
  • პრეზენტაცია;
  • ტესტირება;
  • გამოცდა;
  • პროექტი.

მოსწავლის მიერ შესრულებული პროექტის სავარაუდო თემები:

თემატური წარმოდგენის/კონცერტის გამართვა; ტელეგადაცემის, რადიოგადაცემის, სპექტაკლის მომზადება; გაზეთის, ჟურნალის, სანოტო ალბომის მომზადება; კლიპის გადაღება სიმღერის, მუსიკალური ნაწარმოების ან სხვა თემაზე; სკოლაში ცნობილი კომპოზიტორის, მომღერლის, რეჟისორის მიწვევა, შეხვედრის ორგანიზება და წარმართვა და ა. შ.

 

მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს შემაჯამებელი დავალებები

  • დავალების თითოეულ ტიპს უნდა ახლდეს თავისი შეფასების ზოგადი რუბრიკა;
  • ზოგადი რუბრიკა უნდა დაზუსტდეს კონკრეტული დავალების პირობისა და განვლილი მასალის გათვალისწინებით;
  • 10 ქულა უნდა გადანაწილდეს რუბრიკაში შემავალ კრიტერიუმებზე;
  • მითითებული უნდა იყოს სტანდარტის ის შედეგები, რომელთა შემოწმებასაც ემსახურება შემაჯამებელი დავალება.

 

ნიმუში: მუსიკალური ნაწარმოების გაცნობა თანაკლასელებისთვის 

მოამზადეთ პრეზენტაცია და გააცანით თქვენს თანაკლასელებს ინსტრუმენტული კონცერტის  ნიმუში. ამისათვის:

  1. მოიძიეთ, მოისმინეთ და შეარჩიეთ დასახელებული ჟანრის ის მუ­სიკალური ნა­წარ­მო­ე­ბი, რო­მე­ლიც  მოგეწონათ;
  2. თქვენი მიზანია შერჩეული მუსიკალური ნაწარ­მო­ების თანაკლა­სე­ლე­ბისთვის წარდ­გე­ნა და მათი დამოკიდებულების გამოწვევა;
  3. შეარ­ჩიეთ და გააცანით თანაკლასელებს ის ფრაგ­მენ­­­ტები, სადაც  ძირითადი თე­მა­ტური მასალა ჟღერს როგორც სოლო საკრავთან, ასევე ორკესტრის პარტიაში; ასე­ვე ის მონაკვეთები, სადაც მუსიკალური მასალის განვითარება განსაკუთრებით საინ­ტე­რე­სოდ გეჩვენებათ;
  4. მოიძიეთ ფაქტობრივი მასალა შერჩეული ნაწარმოების შესახებ -  ეპოქა, სტი­ლი, კომ­პო­­ზიტორი, ნა­წარმოები (ჟანრი, სტილი, სოლო საკრავი, შემსრულე­ბელთა შემადგენლობა), შემს­რულებელი, დირიჟორი, შემს­რულებელთა კოლექტივი, დარბაზი (სურ­­ვილის მიხედვით);
  • ეცადეთ, ისე გადაანაწილოთ მუსიკალური და ვერ­ბა­ლური მასალა, რომ მოსწავ­ლეების მხრიდან არ განელდეს ინტერესი. საჭიროებისამებრ გამოიყენეთ ვიზუალური მა­სალაც - ვიდეო ჩანაწერი, ფოტო, სანოტო ტექსტი;
  • პრეზენტაციის დროს, როგორც მოსა­ლოდ­ნე­ლია, შერჩეულ ნაწარმოებთან დაკავ­ში­რე­ბულ ყვე­ლა საკითხს დაწვ­რილებით ვერ განიხილავთ. ეცადეთ, თქვენს მეგობრებს მოკ­ლედ გა­აც­ნოთ  ნაწარმოებთან დაკავშირებული ძირითადი ინ­ფორმაცია. პრე­ზენ­ტა­­ციის მომზადებისას გაითვალისწინეთ მა­თი ინტერესები, ცოდნა; ყურადღება გაა­მახ­ვილეთ იმ სა­კითხებზე, რომლებიც ხელს შეუწყობს თქვენი მეგობრების მხრიდან ნა­წარ­­მო­ების  მი­მართ ინტერესის გაღვიძებას და მის უკეთ აღქმას;
  • მო­ემ­ზადეთ პრეზენტაციის ბოლო ნაწილის - კითხვა-პასუხისათვის. წინასწარ  გან­საზღ­ვრეთ სავარაუდო კითხვები და ჩამოაყალიბეთ პასუხები. არ მოერიდოთ პარა­ლე­ლების გავლებას. პასუხი, შესაძლებელია, მუსიკალური მასალითაც გასცეთ.  აქ გა­მოვ­ლინდება, რამდენად კარგად ფლობთ მასალას;
  • ტექ­­ნი­კური საკითხების მოსაგვარებლად დაიხმარეთ ასისტენტი.

 

 

კრიტერიუმები 

  1. მასალის ფლობა;
  2. კომუნიკაცია;
  3. საორგანიზაციო საკითხები;
  4. შემოქმედებითობა.

 

1. მასალის ფლობა (ცოდნა და  უნარები) 0-3

  • მოთხოვნის ადეკვატური მუსიკალური ნაწარმოების შერჩევა;
  • ძირითადი თემატური მასალის (მთავარი და დამხმარე თემები) ამსახველი  მუსიკალური ფრაგმენტების შერჩევა;
  • მრავალფეროვანი ინფორმაციის წარდგენისას ნაწარმოებთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხის წარმოდგენა;
  • კითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა.

 2. კომუნიკაცია 0-3

  • მუსიკალური ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების წარმოჩენა;
  • მასალის აუდიტორიისთვის მისაწვდომი სახით წარდგენა და დაინტერესება;
  • ინფორმაციის ნათლად, გასაგებად გადმოცემა;
  • კითხვებზე პასუხის გაცემისას დაზუსტება.

 

3. საორგანიზაციო საკითხები 0-1

  • ტექნიკური საკითხების მოგვარება.

 

4. შემოქმედებითობა  0-3

  • ნაწარმოებთან დაკავშირებული ინფორმაციიდან გადარჩევა და თანაკლასელებისთვის გაცნობა;
  • გამოსვლისას მასალის (აუდიო, ვიზუალური, ვერბალური) მონაცვლეობის  დაგეგმვა;
  • ნაწარმოების მიმართ საკუთარი დამოკიდებულების გამოხატვა.