მუსიკის სწავლება საფეხურების დახასიათება

მუსიკის სასწავლო გეგმის მიხედვით, მუსიკის სწავლება გათვალისწინებულია ზოგადსა­გან­მა­ნათ­ლებლო სკოლის სამივე საფეხურზე: დაწყებით და საბაზო საფეხურზე სავალდებულო, ხოლო საშუალო საფეხურზე არჩევითი  საგნების სახით.

დაწყებით საფეხურზე განსაკუთრებით დიდია მუსიკის საგნის მნიშვნელობა, როდესაც ბავშვის თანდაყოლილი, ბუნებრივი უნარები, მიდრეკილებები მთლიანად არ გამომჟღავნებულა და მათ გახსნა, წარმართვა სჭირდება. ბავშვისთვის ახლობელი სხვადასხვა სახალისო აქტივობით  ხდება მისი დაინტერესება მუსიკით. ამ საფეხურზე მუსიკის საგანი ითვალისწინებს მოსწავლეთა შემოქმედებითი უნარების ამოქმედებას, ერთობლივ შემოქმედებით პროცესებში მათ ჩართვას და მოცემულ საფეხურზე გათვალისწინებული ცოდნის მიცემას.

საბაზო საფეხურზე მუსიკის გაკვეთილებზე შეძენილი ცოდნა და პრაქტიკული უნარ-ჩვევები მოზარდს საკუთარი თავის ძიებისა და თვითდამკვიდრების პროცესს უადვილებს. იგი საუკეთესო საშუალებაა მოზარდის განვითარებისა და ინტერესების სწორად წარსამართავად და მნიშვნელოვნად შეარბილებს იმ კრიტიკულ დამოკიდებულებას გარემოს მიმართ, რომელიც ნიშანდობლივია ამ ასაკისათვის. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ხელოვნების ნაწარმოების გაგების უნარი განსხვავებული აზრისა და მსოფლმხედველობის მიმართ შემწყნარებლობასაც გულისხმობს.

საშუალო საფეხურზე მოსწავლეს საშუალება ეძლევა საკუთარი ინტერესების მიხედვით აირჩიოს ერთ-ერთი შეთავაზებული კურსი.

 

 

მუსიკის სასწავლო კურსის შემაჯამებელი შედეგები დაწყებით და საბაზო საფეხურზე

დაწყებით საფეხურზე

საბაზო საფეხურზე

ეძენილი ცოდნისა და უნარ-ჩვევების საფუძველზე

პრაქტიკული

 უნარ-ჩვევები

 

ექვსწლედის ბოლოს მოსწავლე:

იყენებს მუსიკალური ენის ელემენტებს, სხეულის მოძრაობას თვითგამოხატვისთვის;

თანამშრომლობს სხვებთან როგორც საკუთარი, ისე საერთო მიზნის მისაღწევად.

ცხრაწლედის ბოლოს მოსწავლე:

შემოქმედებითად იყენებს მუსიკალური და დრამატული ხელოვნების გამომსახველობით ხერხებს თვითგამოხატვისთვის;

ჩართულია ინდივიდუალურ და სხვადასხვა სახის ჯგუფურ მუშაობაში.

კომუნიკაცია და ინტერპრეტაცია

გამოთქვამს და ასაბუთებს საკუთარ აზრს მუსიკალური ნაწარმოების შესახებ;

აცნობიერებს, რომ    მუსიკა კომუნიკაციისა და თვითგამოხატვის საშუალებაა.

აანალიზებს მუსიკალური ხელოვნების ნიმუშს, განმარტავს, რა მიზნით არის გამოყენებული კონკრეტული გამომსახველობითი ხერხი;

აცნობიერებს, რომ ხელოვნება მსოფლმხედველობის გამოხატვისა და კომუნიკაციის საშუალებაა.

მუსიკის აღქმა

 კონტექსტში

განიხილავს ქართული და მსოფლიო მუსიკალური ხელოვნების ცნობილ ნაწარმოებებს, ხელოვნების სხვადასხვა დარგს და მათ კავშირებს.

 

 

ადარებს ერთმანეთს სხვადასხვა ეპოქისა და სტილის ნაწარმოებებს და მსჯელობს მათ შორის არსებულ მსგავსება-განსხვავებებზე; ერთმანეთს ადარებს და მსჯელობს  განსხვავებულ მუსიკალურ სტილზე, მიმდინარეობაზე, შესრულების მანერაზე; მუსიკის როლზე საზოგადოების ცხოვრებაში, იცნობს მუსიკალური ხელოვნების ცნობილ წარმომადგენლებს.