მუსიკის საგნის სწავლების ორგანიზება

მუსიკა, როგორც  სავალდებულო საგანი,  I-IX კლასებში ისწავლება. მის სწავლებას I- III  და V-VII კლასებში ეთმობა 2, ხოლო IV კლასში - 1  აკადემიური საათი. VIII-IX  კლასებში მუსიკა თითო სემესტრის მანძილზე ისწავლება 3 საათის განმავლობაში: VIII კლასში - II,  ხოლო IX  კლასში - I სემესტრში. მოცემული სქემა ასახავს მუსიკის საგნის საათობ­რივ განაწილებას კლასების მიხედვით:

 

კლასი

საათების რაოდენობა  I  სემესტრ

საათების რაოდენობა  II  სემესტრ

I

2

2

II

2

2

III

2

2

IV

1

1

V

2

2

VI

2

2

VII

2

2

VIII

__

3

IX

3

__