მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით

აქტივობის აღწერა

  •  კონკრეტული ფაქტის/მოვლენის/ამბის თანამიმდევრულად აღწერას წერილობითი სახით;
  • დიალოგური მეტყველებისათვის დამახასიათებელი ენობრივგრამატიკული ნორმების დაცვას;
  • წერითი  მეტყველების დროს ადეკვატური  ენობრივრამატიკული ფორმების გამოყენებას;
  • წინადადებების მოდალობის გათვალისწინებით, სათანადო სასვენი ნიშნების გამოყენებას;
  • პირადი გამოცდილების წერილობით გადმოცემას;
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს  

აღნიშნული შედეგის (ქართ. II. 11) მისაღწევად მნიშვნელოვანია წერის წინა პროცესის სწორი და ეფექტური დაგეგმვა. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს წერითი მეტყველებისათვის აუცილებელი ენობრივ-გრამატიკული ნორმების სწავლებას; ცხოვრებისეული გამოცდილების წერილობით გადმოცემის უნარ-ჩვევების განვითარებას.