მოსწავლეს შეუძლია თვისობრივი და რაოდენობრივი მონაცემების მოწესრიგება და წარმოდგენა დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ახდენს თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემთა დალაგებას/კლასიფიკაციას, წარმოადგენს მონაცემებს სიის/პიქტოგრამის სახით, მსჯელობს დალაგების/კლასიფიკაციის პრინციპზე;
- ქმნის მოწესრიგებულ მონაცემთა ცხრილებს და ასაბუთებს შერჩეული დიზაინის მიზანშეწონილობას;
- აგებს სხვადასხვა დიაგრამას ერთი და იმავე თვისობრივი ან რაოდენობრივი მონაცემებისთვის და მსჯელობს, თუ მონაცემთა რამდენად მნიშვნელოვან ასპექტს წარმოაჩენს თითოეული და რა უპირატესობა გააჩნია თითოეულს.
შედეგზე ორიენტირებული დავალებები:
- წრიულ დიაგრამაზე ნაჩვენებია ოჯახის მიერ სამი თვის განმავლობაში დახარჯული ბუნებრივი აირის წილი პროცენტებში, სვეტოვან დიაგრამაზე _ იმავე ოჯახის მიერ იმავე თვეებში დახარჯული ბუნებრივი აირის მოცულობა კუბურ მეტრებში. რამდენი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი მოიხმარა ოჯახმა თებერვალში?
ანალიზი" src="http://ncp.ge/files/subjects/matematika/Images/xarjebis%20statistika.png" alt="ხარჯების ანალიზი" width="400" />