მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
აქტივობის აღწერა
- დასახელებული სიტყვის გრაფიკული ხატის ამოცნობას;
- სიტყვის ორთოგრაფიული ხატის დამახსოვრებას;
- სიტყვათა გროვაში სამოდელო სიტყვის შემოხაზვას;
- ასოებით სიტყვების შედგენას;
- მოცემული სიტყვის ასოებით ახალი სიტყვების შედგენას;
- სიტყვებში ერთნაირი და განსხვავებული ასოების ამოცნობას;
- სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას;
- მითითებული ადგილიდან კითხვის დაწყებას;
- სხვ.
რეკომენდაციები მასწავლებლებს:
წერილობითი კოდის გაშიფვრა, ანუ ენის გრაფიკული ერთეულების - ასოების ფონემურ ერთეულებთან - ბგერებთან შესატყვისობის გაგება და მისი ავტომატიზება ფუნდამენტურ ეტაპის წარმოადგენს მოსწავლის კითხვის უნარების განვითარებაში. მისი სწავლებისას უმეტესად გამოიყენება ფონეტიკურ და მთლიან სიტყვაზე ორიენტირებული სწავლების მეთოდები.