მოსწავლეს შეუძლია სიმრავლური ცნებებისა და ოპერაციების გამოყენება ამოცანის ამოხსნისას.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • სხვადასხვა ხერხით მოცემული სიმრავლისათვის განსაზღვრავს მოცემული ელემენტის კუთვნილებას ამ სიმრავლისადმი;
  • პრობლემის გადაჭრისას იყენებს ზოგიერთ დამხმარე ხერხს სიმრავლეთა შორის მიმართებების დასადგენად და სიმრავლური ოპერაციების შესასრულებლად;
  • სწორად იყენებს სიმრავლეთა თეორიის ცნებებს და შესაბამის აღნიშვნებს სასრულ სიმრავლეებზე ოპერაციების (ორი სიმრავლის თანაკვეთა და გაერთიანება), სასრულ სიმრავლეთა შორის მიმართების, ელემენტსა და სიმრავლეს შორის მიმართების გამოსახვისას.

შედეგზე ორიენტირებული დავალებები:

  • 700 გამოკითხულიდან 280 ყოველდღიურად უყურებს სატელევიზიო საინფორმაციო პროგრამებს, 250 - გასართობ პროგრამებს, 160 კი _ ორივეს, გამოკითხულთაგან რამდენი არ უყურებს ყოველდღიურად არცერთს ამ პროგრამებიდან?