მოსწავლეს შეუძლია სიდიდეებს შორის პირდაპირპროპორციული დამოკიდებულების ამოცნობა და გამოსახვა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:

  • მოცემული დამოკიდებულებისათვის თვისობრივად და რაოდენობრივად აღწერს, თუ რა გავლენას ახდენს ერთი სიდიდის ცვლილება მეორის მნიშვნელობაზე; მოჰყავს მუდმივი და არამუდმივი რაოდენობრივი ცვლილების მაგალითები ყოველდღიური ცხოვრებიდან;
  • სიტყვიერად ჩამოყალიბებულ დებულებას სიდიდეებს შორის დამოკიდებულებისა და მიმართების შესახებ გამოსახავს გრაფიკულად ან ცხრილით და პირიქით – გრაფიკულად ან ცხრილით გამოსახულ დამოკიდებულებას აღწერს სიტყვიერად;
  • სხვადასხვა ხერხით (გრაფიკულად, ცხრილის სახით, სიტყვიერად, ალგებრულად) გამოსახულ დამოკიდებულებებს შორის მიუთითებს ერთსა და იმავე დამოკიდებულებებს.

 

შედეგზე ორიენტირებული დავალებები:

  • ერთი ქალაქიდან მეორე ქალაქამდე 240 მ-ია. თუ რა დროში დაფარავს ავტობუსი მანძილს, რა თქმა უნდა, დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სიჩქარით ივლის იგი, რასაც მოცემული ცხრილი გვიჩვენებს. შეავსეთ ამ ცხრილში გამოტოვებული უჯრები გრაფიკი
  • და დასვით შესაბამისი წერტილები საკოორდინატო ბადეზე. იცვლებიან თუ არა დროისა და სიჩქარის გამომხატველი სიდიდეები პირდაპირპროპორციულად? ალბათ აზრიანი იქნებოდა თქვენს მიერ დასმული წერტილები შეგვეერთებინა უწყვეტი გრაფიკით. ახსენით რატომ.
  • ქვემოთ გამოხატული სასწორის მიხედვით იპოვეთ რამდენი ბურთულა უნდა ავიღოთ ერთი კუბიკის გასაწონასწორებლად.
 
 
                  ბურთები და კუბები
  • რუკაზე თბილისსა და საგარეჯოს შორის მანძილი 6 სანტიმეტრია. იპოვეთ რეალური მანძილი ამ ქალაქებს შორის, თუ რუკის მასშტაბია 1 : 600 000?