მოსწავლეს შეუძლია კოორდინატთა მეთოდის ორიენტაციისათვის გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- ორიენტირებს რუკაზე ან საკოორდინატო სიბრტყეზე კოორდინატების გამოყენებით (მაგალითად ასახელებს მოცემული წერტილის კოორდინატების მიახლოებით ან ზუსტ მნიშვნელობას; პოულობს წერტილს მოცემული მთელრიცხოვანი კოორდინატების მიხედვით);
- ასახელებს საკოორდინატო ღერძების მიმართ მოცემული წერტილის ღერძულად სიმეტრიული წერტილის კოორდინატებს;
- პოულობს პარალელური გადატანით მიღებული ფიგურის ნებისმიერი წერტილის კოორდინატებს მისი წინასახის კოორდინატებისა და მითითებული პარალელური გადატანის მეშვეობით.
შედეგზე ორიენტირებული დავალებები:
- მოცემულ მართკუთხედს გვერდები აქვს საკოორდინატო ღერძების პარალელური, მისი სიგანე 3-ჯერ მეტია სიმაღლეზე და პერიმეტრი უდრის 56 ერთეულს.
ა) იპოვეთ მართკუთხედის სიგრძე და სიგანე
ბ) თუკი მოცემულია, რომ D=(9,2) იპოვეთ A, B, C წერტილების კოორდინატები.