მოსწავლეს შეუძლია გეომეტრიული გარდაქმნებისა და მათი კომპოზიციების კვლევა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
- მსჯელობს, თუ რა გეომეტრიული გარდაქმნა შეიძლება იყოს მოცემული ორი გეომეტრიული გარდაქმნის კომპოზიცია; ასაბუთებს თავის მოსაზრებას;
- ფიგურების შესახებ სხვადასხვა მონაცემის საფუძველზე გამოთქვამს ვარაუდს იმის შესახებ, შეიძლება თუ არა მოცემული გარდაქმნის გამოყენებით მოცემული ფიგურისაგან მეორე მოცემული ფიგურის მიღება;
- იყენებს გეომეტრიული ფიგურის თვისებებს და გეომეტრიულ გარდაქმნებს იმის დასაბუთებისათვის, შესაძლებელია თუ არა სიბრტყის დაფარვა; ახდენს დაფარვის დემონსტრირებას სიბრტყის ნაწილზე.