მოსწავლე ფლობს კითხვის ტექნიკას.

აქტივობის აღწერა

  • წინადადებაში  გამოტოვებულ   ადგილას  მართებული   სიტყვის შერჩევას  და ჩასმას კონტექსტის მიხედვით;
  • დამოუკიდებლად კითხვას;
  • უცნობი ტექსტის შეუფერხებლად წაკითხვას;
  • როლებში კითხვას;
  • ”მკითხველთა თეატრში” მონაწილეობას;
  • მისთვის საყვარელი ნაწარმოების წაკითხვას თანაკლასელისთვის;
  • საკუთარი და თანაკლასელის ხმამაღალი კითხვის ჩანაწერის მოსმენასა და კორექტირებას;
  • სხვ.

 

რეკომენდაციბი მასწავლებლებს

მე-3 კლასის დასრულებისას მოსწავლის კითხვის უნარი უკვე  ავტომატიზებული უნდა იყოს, ანუ მას უკვე თავისუფლად უნდა შეეძლოს ნაწერი/ნაბეჭდი სიტყვების დეკოდირება. კითხვის ტექნიკის დაუფლების ეტაპის ამოწურვა არის წინაპირობა იმისა, რომ მოსწავლეები გადაინაცვლებენ კითხვის უნარის განვითარების უფრო მაღალ საფეხურზე, რაც წაკითხულის გაგება-გააზრებას გულისხმობს.