მნიშვნელოვანი სიტყვები.

WordSection1">

აქტივობის მინები

მოსწავლეები შეძლებენ

  1. საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით ტექსტში ორიენტირებას;
  2. საკვანძო სიტყვების გამოყენებით ტექსტში ინფორმაციის მოძიებას.
  3.  


რესურსები

პროექტორი, დამუშავებული ტექსტი.

 

აქტივობის აღწერ

მასწავლებელი პროექტორის დახმარებით მოსწავლეებს აჩვენებს საინფორმაციო ხასიათის უცნობ ტექსტს. მასწავლებელი მხოლოდ აჩვენებს მოსწავლეებს ამ ტექსტს არ სთხოვს მის წაკითხვას. წარმოვიდგინოთ, რომ ეს ტექსტი მოგვითხრობს ჭიანჭველების შესახებ. ტექსტი დაყოფილია აბზაცებად და თითოეული აბზაცი ეხება ჭიანჭველების ცხოვრების მხოლოდ ერთ ასპექტს. ყოველ აბზაცში სხვა შრიფტის ზომით ან ფერით გამოყოფილი უნდა იყოს საკვანძო სიტყვა, რომელიც მიახვედრებს მოსწავლეს, თუ რა საკითხს ეხება მოცემული აბზაცი. მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  1. თუ  გვაინტერესებს,  სად ბინადრობენ  ჭიანჭველები,  რომელ აბზაცში  უნდა ვეძებოთ ეს ინფორმაცი?
  2. თუ  გვაინტერესებს, რამდენ  ხანს  ცოცხლობენ ჭიანჭველები, რომელი აბზაცი უნდა წავიკითხოთ?

მოსწავლეებმა ტექსტის წაკითხვის გარეშე უნდა ამოიცნონ, რომელ აბზაცშია მოცემული მათთვის საინტერესო ინფორმაცია.

 

შეფასება

ამ აქტივობით შეფასდება, შეუძლიათ თუ არა მოსწავლეებს ტექსტთან დაკავშირებულ კითხვებზე პასუხის გაცემა საკვანძო სიტყვებზე დაყრდნობით.

 

მეთოდური მითითება

სასურველია, რომ შემდგომში მოსწავლეებმა უკვე მასწავლებლის დახმარების გარეშე, დამოუკიდებლად შეძლონ ტექსტში საკვანძო სიტყვების ამოცნობა და დასახელება.