მხატვრული ტექსტების წაკითხვა და ადეკვატურად გაგება-გაანალიზება.
აქტივობის აღწერა
- ტექსტის დაყოფას შინაარსობრივად დასრულებულ ნაწილებად;
- ტექსტის ნაწილების დასათაურებას;
- ტექსტში გამოტოვებული (ავტორის მიერ ნაგულისხმევი) ეპიზოდების აღდგენას;
- ტექსტის შევსებას ან გავრცობას სიუჟეტის გააზრების საფუძველზე;
- პერსონაჟის დამახასიათებელი თვისებების/ნიშნების დაჯგუფებას იმის მიხედვით, თუ რა წერია პირდაპირ ნაწარმოებში, რაზეა მინიშნება და რა არ ჩანს საერთოდ, მაგრამ იგულისხმება;
- ტექსტის კონკრეტული ეპიზოდის შინაარსის გადმოცემას;
- ტექსტის შინაარსის დანაწევრებას სიუჟეტურ ხაზებად;
- სხვ.
რეკომენდაციები მასწავლებლებს
მხატვრული ტექსტის გააზრებაზე მუშაობისას ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რომ მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ ქვეტექსტის (იმპლიციტური ინფორმაციის) წვდომის, მისი ”ამოკითხვის” უნარიც, რაც ტექსტის შედარებით ღრმა ანალიზს მოითხოვს.