მედია-წიგნიერება არის ცოდნის, უნარებისა და დამოკიდებულებების ერთობლიობა, რომლის მეშვეობით შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზის, მათი წარმოების ტექნიკის,  აუდიტორიაზე ზეგავლენის და ამ ზეგავლენის შედეგების კრიტიკული შეფასება. აგრეთვე მისი მეშვეობით შესაძლებელია მასობრივი ინფორმაციის სივრცეში არსებული ყველა ჟანრის ან ფორმატის მედია-პროდუქციის შექმნა.